თურქეთში მოკლული ახალგაზრდა ქალის, თეო თუაშვილის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მოკლულის ნაცნობის თქმით, 24 წლის გოგოს მკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ, ეჭვიანობა იყო და მისი ქმარი, პაკისტანის მოქალაქე, თურქეთის პოლიციამ უკვე დააკავა. სწორედ მას ედება ბრალად ცოლის მკვლელობა. გუშინ თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს მძიმე დაზიანებებით მოკლულის ქმარიც კლინიკაში იყო გადაყვანილი და აპარატზე იყო შეერთებული. ჩვენი რესპოდენტი ამას არ ადასტურებს. ამბობს, რომ მკვლელობამდე ერთი საათით ადრე სწორედ მას ესაუბრა თეო თუაშვილი და სასწრაფოდ თურქეთიდან გაყვანაში დახმარება სთხოვა.
მარიკა სონღულაშვილი მუშაობს იმ კომპანიაში, რომელსაც მგზავრები გადაჰყავს.
მარიკა სონღულაშვილი:
- მართალია თეოსთან ყოველდღიური კომინიკაცია არ მქონდა, მაგრამ პერიოდულად ვუკავშირდებოდით ერთმანეთს. ერთი წელია ვიცნობ და ძალიან კარგი ადამიანი იყო. 15 მარტს ჩამოვედი მე თურქეთიდან და საქართველოში ვარ. ტრაგედიის დღეს თეომ დამირეკა და მითხრა, რომ ძალიან დიდი პრობლემები ჰქონდა ქმართან და სასწრაფოდ საქართველოში წამოსვლა უნდოდა. აუცილებლად უნდა წავიდეო.
ვკითხე კიდეც, ქმარს იქ ტოვებ და მარტო შენ მოდიხარ-მეთქი? - აქ ვტოვებ ძალიან არეული სიტუაცია გვაქვს ერთმანეთთან და აუცილებლად უნდა წავიდეო. თან აინტერესებდა დეპორტს რამდენ ხანს მისცემდნენ და ვადის დარღვევის გამო ჯარიმის რა თანხას დააკისრებდნენ. ეტყობოდა, რომ ფულიც არ ჰქონდა ჯარიმის გადასახდელად.
მივხვდი იმასაც, ღიად ვერ მესაუბრებოდა. ვკითხე, მარტო ხარ მეთქი? არა, ჩემი ქმარი აქ ზისო და ესმოდა ჩვენი დიალოგი. მის ქმარს ესმოდა ქართული. არ მინდოდა მათი სიტუაცია დაძაბულიყო, ამიტომ დეტალები არ გამომიკითხავს, ვუთხარი, თუ ძალიან დაძაბულობა გაქვს, თეო, არაფერს არ დაელოდო, გაამზადე ჩანთა, ჩაალაგე ისეთი ნივთები, რაც ძალიან გიყვარს და ჩუმად გავაყვანინებ შენს თავს-მეთქი. ისიც მითხრა, ისე უნდა წავიდე, ამან არ უნდა გაიგოსო.
ვერ გეუბნები ყველაფერსო, - მივხვდი, სერიოზული პრობლემა ჰქონდა და ვერ ამბობდა. 12 წელია თურქეთში ვცხოვრობ და ვიცი, რომ ასეთ დროს სერიოზული პრობლემა აქვთ ქალებს და აუცილებლად ვეხმარები ყველა ემიგრანტს. მე რომ სტამბოლში ვყოფილიყავი, ჩემს სახლში წავიყვანდი და შევიფარებდი, ესეც კარგად იცოდა თეონამ, მან იცოდა, რადგან ასეთი რამე ბევრჯერ გამიკეთებია და ბევრ ემიგრანტს დავხმარებივარ.
- თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ 4 პაკისტანელი იყო იქ ჩხუბის დროს, ამას წერდა თურქული პრესაც, რომ ქმარიც დაჭრილი იყო...
- არ ვიცი, მისი ქმარი რა ცხოვრებით ცხოვრობდა, მაგრამ იმ ბინაში 4 ადამიანი თუ შევიდოდა, ამას იქ კამერები დააფიქსირებდა. მე მეზობელ ქუჩაზე ვცხოვრობ და ყველგან კამერებია, მჭიდროდ არის სახლები და მეზობლებიც გაიგებდნენ ჩხუბს. გუშინ ისიც ითქვა, რომ თითქოს დაყაჩაღება იყო, ეს მე თავიდანვე გამოვრიცხე. თეოს ჯარიმის გადასახდელი ფული არ ჰქონდა, რა 2000 დოლარზეა ლაპარაკი, იქ ამხელა თანხა როგორ უნდა მოაგროვოს ადამიანმა, შავ მუშად მუშაობენ, ანაზღაურებაც ცოტა აქვთ, გადასახდელი აქვთ ბინის ქირაც, კომუნალურებიც, კვებაც სჭირდებათ. ეს ვერსია არარეალურია. თან ადამიანს გზის ფული არ ჰქონდა. მე ვუთხარი თუ შენ გზის ფულიც არ გაქვს, არ არის პრობლემა, მე დავრეკავ ჩემს ფირმაში და იქ უფულოდაც წამოგიყვანენ სარფამდე და იქაც დაგხვდებიან-მეთქი.
- თეოს სხვა დროს თუ მოუყოლია მსგავს პრობლემაზე?
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>