ცნობილი მოდის ექსპერტი და კულინარი დალი ჩიტალაძე ხშირად მასპინძლობს მეგობრებს და სხვადასხვა გემრიელ კერძს უმზადებს. ამჯერად მან უგემრიელესი დესერტი - ტირამისუ დაამზადა და მაკა რაზმაძე, გიორგი გასვიანი მეუღლესთან, მარიტა მელიქიშვილთან ერთად დაპატიჟა.
ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ატარებენ დროს მეგობრები ერთად. როცა მარიტამ და გიორგიმ დალის ხუმრობაზე სიცილი ვერ შეიკავეს, მოდის ექსპერტმა უთხრა, რომ ცოლ-ქმარი ტირამისუსგან დათვრა.