ზუგდიდში ავტოკატასტროფის დროს თვითმხილველების მიერ გადაღებულმა კადრებმა მთელი საქართველო შეძრა. ზუგდიდი-თბილისის მატარებელი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა, რომელსაც ახალგაზრდა ქალი, ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი სალომე ფაცაცია მართავდა. დაზარალებული მძიმე მდგომარეობაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მოგვიანებით სალომე თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს და ლევან რატიანთან გადის მკურნალობას.
სალომეს მეგობარი ნათია გადელია გულშემატკივრებისთვის სოციალურ ქსელში წერს:
"სალომეს გულშემატკივრებს მოგახსენებთ, რომ მისი მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია, მრავლობითი მოტეხილობით და ა.შ. საიმედო ხელშია. მადლობა უფალს ყველაფრისთვის! სიკეთე არასოდეს იკარგება და ყოველთვის ტოვებს კვალს! გაბრიელის დედიკო კარგად იქნება! მადლობა ყველას. პ.ს დანარჩენებს დრო გასცემს პასუხს!"
სალომე ფაცაციას სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი ადამიანი იცნობს. მან ჯერ კიდევ წლების წინ, "წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდი“ დააფუძნა და არაერთ ადამიანს დაეხმარა. მოგვიანებით კი "ქართული ოცნების“ სიით მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობდა და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატიც გახდა.
"ვინც მიცნობს, იცის, ყოველთვის თავდაუზოგავად ვიბრძვი სხვისი ბედნიერებისთვის და ასეც იქნება მომავალში. ფაქტმა, რომ ძალიან ბევრია დასახმარებელი და ძალიან ბევრს ვეიმედები, დამაფიქრა და გადამადგმევინა სერიოზული ნაბიჯი, ნაბიჯი, რომელიც შეცვლის მომავალს უკეთესობისკენ. ვიღებ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში და ვარ კომბინატში მაჟორიტარობის კანდიდატი “ქართული ოცნების” ოფიციალური წარმომადგენელი. დიახ, თქვენთან ერთად და თქვენი მხარდაჭერით! მე, პირდაპირ თუ ირიბად, ყველას ოჯახში შემოვალ, მჯერა, რომ ერთად ყველაფერი გამოგვივა! ძალა ერთობაშიაო და დარწმუნებული ვარ, თქვენთან ერთად გავიმაჯვებ. ჩვენ ერთად დავამარცხებთ შიმშილს, უსახსრობას და გაჭირვებას”, - წერდა წინასაარჩევნოდ სალომე ფაცაცია.
იხილეთ სრულად
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>