გაზაფხული სწორედ ის დროა, როცა გარდერობის განახლება განსაკუთრებულად გვახარებს.
მაგრამ, როგორი საოცარი სამოსიც არ უნდა გვქონდეს, საინტერესო აქსესუარების ქონა მაინც აუცილებელია.
განსაკუთრებით მაშინ, თუ მოდის ბლოგერი ხართ, ან უბრალოდ გიყვართ ტრენდებთან შესაბამისობაში ყოფნა.
ამ სეზონზე ქართველი ცნობადი ქალბატონები საკმაოდ აქტიურები არიან.
ისინი „ინსტაგრამზე“ ხშირად გვთავაზობენ საინტერესო აქსესუარების ფოტოებს, როგორც ცალკე, ისე მათზე მორგებულს.
ერთად გადავხედოთ, როგორ გამოიყურებიან ქართველი ცნობადი ქალბატონები და როგორ სათვალეებს ირჩევენ საგაზაფხულოდ.
მომღერალმა, ნინი ბადურაშვილმა ცოტა ხნის წინ ახალი ფოტოები შემოგვთავაზა, სადაც ჩანს, რომ მისი საცურაო კოსტიუმი და სათვალე მსგავს ფერებშია გადაწყვეტილი.
მოდელი, სალომე ღვინიაშვილი "Givenchy"-ს ერთ-ერთ სადა და დახვეწილ სათვალეს ირჩევს.
სალომე მუქი ფერის სათვალეებს უფრო უკეთ იხდენს, ვიდრე ღია ფერის.
მუქი ფერის სათვალეების მოყვარულია ტელეწამყვანი და მსახიობი შორენა ბეგაშვილიც.
თუმცა, თუ მის ფოტოებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ფერად აქსესუარებზეც არის შეყვარებული.
მშვენივრად გამოიყურება ტანმოვარჯიშე და ბლოგერი ქეთი ხატიაშვილი, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ ხშირად მოგვიწოდებს.
დიზაინერი ანუკი არეშიძე განსხვავებული სტილის სათვალეებს ატარებს. ამ სეზონზე ის გამჭვირვალე სათვალეებს ანიჭებს უპირატესობას.