მსახიობი და ტელესახე ანკა ვასაძე "ინსტაგრამის" გამომწერებს ხშირად ანებივრებს სხვადასხვა ყოველდღიური ფოტო თუ ვიდეოკადრებით. ანკა ორსულობიდან გამომდინარე ხშირად აძლევს სხვა ორსულ ქალებსაც საჭირო რჩევებს.
ამჟამად მსახიობმა "ინსტაგრამის" საშუალებით LIVE-ში რუსკა მაყაშვილთან ერთად ჩაერთო და ორსულებისთვის ფიტნეს რჩევების მიცემა გადაწყვიტა. ანკამ ფეხმძიმე ქალბატონებს და რუსკა მაყაშვილს გაწელვების გაკეთება ასწავლა, რომელიც მისი თქმით, ყველა ორსულისთვის საჭიროა.