ტელესახე და ჟურნალისტი ეკა მიშველაძე იუბილარია, რომელსაც მეუღლე ბუკა პეტრიაშვილი დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს და ტექსტს სოციალური ქსელის მეშვეობით აქვეყნებს.
როგორც ცნობილი დიპლომატი და პოლიტიკოსი წერს, რომ მისი გენერალია.
"ჩემი ეკა ჩემი ზეიმია! ჩემი ეკა ჩემი გენერალია! ბევრი “ჩემი ეკა” შემიძლია ვთქვა, მაგრამ ყველაზე მთავარია – დაღამება და გათენება ზღაპარია! მიყვარს ეს იუბილარი! მაგრად მიყვარს! აქეთკენ მინამ ვიქნები, სულ გაგიზიარებთ სიხარულს! მადლობა შემქმნელს ყველა 29 მარტისთვის! ეკუს გაუმარჯოს!", - წერს ბუკა.
შეგახსენებთ, რომ ეკა მიშველაძე და ბუკა პეტრიაშვილი 2015 წელს დაქორწინდნენ და ექვსი წელია ბედნიერად ცხოვრობენ.