ყველასთვის საყვარელი მომღერალი მაია ჯაბუა საზოგადოებასა და მედიაში ხშირად ჩნდება. მომღერალს სამი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს. მისი ქალიშვილი ლიზა ყენია ქართველ მსმენელს ჯერ კიდევ ბავშვობიდან ახსოვს, თუმცა ლიზამდე მაიას პირველი ქორწინებიდანაც ჰყავს შვილი, რომელიც ქართველი საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობია.
28 წლის თორნიკე ბერიკაშვილი მაიასა და რუსთაველის თეატრის ცნობილი მსახიობის, ლევან ბერიკაშვილის შვილია თორნიკე და მაია წლები სოხუმში ცხოვრობდნენ, ბიჭი აფხაზეთში დაიბადა, ომის დაწყების შემდეგ კი მაიამ და თორნიკემ ქალაქი დატოვეს.
მაია ლევან ბერიკაშვილს ქორწინებიდან რამდენიმე წელში დაშორდა და მეორე ქორწინებიდან ლიზაც შეეძინა. ლიზა დედის პროფესიას არ გაჰყოლია, თუმცა ფანტასტიკურად მღერის და რამდენიმე კლიპიც აქვს ჩაწერილი.
თორნიკეს სოციალურ ქსელში ლიზასთან ერთად გადაღებული სურათები უდევს. როგორც ჩანს, ნახევარ და-ძმას კარგი ურთიერთობა აქვს, თუმცა ლიზას "ინსტაგრამზე" თორნიკე თითქმის არასდროს ჩანს.
მაია ჯაბუას ვაჟი დაოჯახებულია. მისი რჩეული მარი ხუხუნაიშვილია. წყვილი უკვე წლებია ერთად არის.