მომღერალი ნუცა ბუზალაძე "ინსტაგრამის" აქტიური მომხმარებელია და ერთგულ გამომწერებს სხვადასხვა "ლუქებში" გადაღებულ ფოტოებს ხშირად უზიარებს. გულშემატკივრები კი ყოველთვის დადებითად ხვდებიან ნუცას ყველა სტილის ჩაცმულობასა და ფოტოებს.
ამჯერად მომღერალმა სექსუალური "ლუქი" მოირგო და ფოტოსესიაზე გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში განათავსა.
მომღერალმა მიმზიდველი ბოდე მოირგო და გამომწერებმა დადებითი კომენტარებიც არ დაიშურეს.
"რა დღეში ჩაყარე ქართველი კაცები", "როგორი ცეცხლი გოგოა", - წერენ აღფრთოვანებული გამომწერები.
ცნობისთვის, 24 წლის მომღერალი საზოგადოებისთვის ცნობადი ტელეშოუ „ნიჭიერში“ მონაწლეობის შემდეგ გახდა. 2013 წელს ის ასევე მონაწილეობდა პროექტში „ერთი-ერთში“, ხოლო ერთი წლის შემდეგ კონკურს „ახალი ტალღის“ გამარჯვებულიც გახდა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>