რამდენიმე ცნობადი ქალბატონის შესახებ უკვე რა ხანია ვიცით, რომლებიც საზღვარგარეთ მოღვაწეობენ და წარმატებული კარიერა აქვთ.
მათ შესახებ არაერთი სტატია გიხილავთ.
დღეს ვისაუბრებთ ქართველ ქალბატონზე, რომლის სტილსაც უცხოური ტაბლოიდები ხშირად განიხილავენ.
აღსანიშნავია, რომ მის სტილთან მიმართებაში ძირითადად დადებითი შეფასებებია.
ეკატერინე მწითურიძე უკვე რა ხანია, მოსკოვში მოღვაწეობს და ერთ-ერთი ცნობადი ტელეწამყვანია.
თავის დროზე, მან ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა.
ის ამჟამად მოსკოვში, პირველ არხზე მუშაობს და საინფორმაციო გამოშვების წამყვანია.
დიახ, დაუჯერებელია, მაგრამ ეკატერინე 49 წლისაა.
ის გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურება, რის შესახებაც მის პირად გვერდზე არსებულ კომენტარებში ბევრი საუბრობს.
ეკატერინე, ორი სატელევიზიო შოუს წამყვანიც გახლდათ.
როგორც ტელეწამყვანს შეეფერება, მისი გარდერობი სავსეა კლასიკური, გამოსასვლელი ტანსაცმლით.
მისი სტილის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი- სიფერადე და მინიმალიზმია.
მშვენიერი ქალბატონი ჯანსაღი ცხოვრების წესითაა დაკავებული, რაც მისი ფოტოებიდანაც ჩანს.
მეგობრობს ცნობად სახეებთან და ცდილობს, რომ ადამიანებს დადებითი განწყობა გადასდოს.
ტელეწამყვანი ნამდვილად მშვენიერი ფორმაშია. მას „ინსტაგრამზე“ უამრავი გამომწერი ჰყავს, რომლებიც კომპლიმენტებს არ იშურებენ.
შეიძლება ითქვას, რომ ეკატერინე რუსეთში მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი ქალბატონია.