ქართველი მოდელი ანა შელია და მორაგბე ლაშა ლომიძე საზოგადოებას ძალიან უყვარს. წყვილი რამდენიმე წელია ქორწინებაშია, ისინი უკვე პატარა გოგონას, ელის მშობლები არიან. ლაშა და ანა ოჯახურ იდილიას და ახალ ფოტოებს გამომწერებს ხშირად უზიარებენ.
წყვილმა 2018 წელს იქორწინა. ულამაზესი ქორწილი ანამ და ლაშამ ღია ცის ქვეშ გადაიხადეს. მოდელს თეთრი კაბა და გრძელი ფატა ძალაინ უხდებოდა.
2020 წელს ანამ ორსულობა ხალხს "ინსტაგრამის" მეშვეობით ახარა და 13 ნოემბერს პატარა ელი ლომიძეც დაიბადა.
ელის ფოტოებს მშობლები გამომწერებს ხშირად უზიარებენ. პატარა გოგონა არანაკლებ პოპულარულია და ყოველთვის თბილ კომენტარებსა და კომპლიმენტებს იღებს.
ელი ძალიან ჰგავს მამას. რამდენიმე დღის წინ ანამ გოგონას ახალი სურათი დადო. ფოტოს ათასობით მოწონება და ასობით კომენტარი აქვს.
"აქედანვე ეტყობა გრძელი ფეხები", - უწერს მოდელი რუსა ჩაჩუა ანა შელიას გოგონას ფოტოზე.
ლაშას და ანას მშვიდი, ჰარმონიული ცხოვრება აქვთ. მათი ფოტოებიდან კარგად ჩანს, რომ წყვილს ერთმანეთი ძალიან უყვარს.