ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას ოფიციალური ფან გვერდი სოციალურ ქსელში გასაოცარ სიახლეს ავრცელებს. "ბალენსიაგა" 2021 წელს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბრენდ "GUCCI"-სთან ითანამშრომლებს. "GUCCI" და "BALENCIAGA" ამ წელს კოლაბორაციით ახალ სამოსს გამოუშვებენ.
სიახლეს გვასალიას ოფიციალური ფან გვერდი ეხმაურება და წერს, რომ სხვა დეტალებს ბრენდები მალე გაასაჯაროებენ.
"მანამ, სანამ ინფორმაციას ველოდებით, როგორ ფიქრობთ, "გუჩი" და "ბალენსიაგა" ოდესმე ნახავენ დღის სინათლეს? სანამ თვითონ ბრენდები არ დაწერენ, სხვა დეტალებს ვერ გავასაჯაროებთ." - ნათქვამია დემნა გვასალიას ოფიციალური ფან გვერდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.