ილონ მასკის მეგობარმა გოგომ, კანადელმა მომღერალმა გრაიმსმა უცნაური, თეთრი ფერის ტატუ გაიკეთა და ფოტო საკუთარ "ინსტაგრამგვერდზე" გამოაქვეყნა. როგორც თავად განმარტავს, ამ ნაკაწრის მსგავსი გამოსახულებებით, სახელწოდებით „უცხოპლანეტელის მშვენიერი ნაიარევი“, მარსზე ადამიანების დასახლების პროცესში მონაწილეობის მიღება სურს. პოსტის აღწერაში გრაიმსი წერს, რომ მან კარგი ფოტოს გადაღება ვერ მოახერხა, რადგან ზურგი ძალიან სტკივა და გამოძინება სჭირდება.
33 წლის კანადელი რეპერის, კლერ ელის ბუშის, იგივე გრაიმსის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოში კარგად ჩანს, რომ მას მთელი ზურგი თეთრი ფერის ტალღებითა და ნაკაწრებით აქვს დაფარული. დღეისთვის მსოფლიოში პოპულარული შავი ან ფერადი ტატუებია. თეთრი ფერის ტატუ კი უფრო მეტად დახვეწილ ფორმად მიიჩნევა და მის შესრულებას განსაკუთრებული ცოდნა სჭირდება. ის ხშირად იწვევს მგრძნობელობის მომატებას, რადგან მელანი კანში ძალიან ღრმად აღწევს. მიუხედავად ამისა, სხვა ფერებთან შედარებით, მას ნაკლები პიგმენტურობა ახასიათებს. ეს სტილი პოპულარული ილონ მასკის ამბიციური განცხადების შემდეგ გახდა. ის გეგმავს, რომ 2026 წელს, 7 წლით ადრე, ვიდრე ამას ნასა აპირებდა, მარსზე ადამიანების დასახლება შექმნას.
გასულ თვეში გრაიმსმა, რომელმაც ილონ მასკთან შეხვედრა 2018 წელს დაიწყო, თქვა, რომ მას შემდეგ, რაც 50 წლის გახდება, სურს გადასახლდეს მარსზე და მონაწილეობა მიიღოს ამ პლანეტაზე ადამიანთა დასახლების შექმნის პროცესში.
ილონ მასკს დანაპირების სისრულეში მოსაყვანად 5 წელი აქვს. Space-X-მა StarShip-ის პროექტის ფარგლებში ცოტა ხნის წინ ჩავარდნა განიცადა და მარსზე გასაფრენი რაკეტის პროტოტიპმა სატესტო ფრენის შესრულება მხოლოდ 6 წუთის განმავლობაში შეძლო. მიუხედავად ამისა, ილონ მასკი და მისი მეგობარი გოგო გრაიმსი თვლიან, რომ 2026 წელს მარსზე გაფრენა „უცხოპლანეტელის მშვენიერი ნაიარევით“ შესაძლებელი იქნება.