მოდელი და ბერა ივანიშვილის მეუღლე ნანუკა გუდავაძე სეულში გადაღებულ ფოტოებს "ინსტაგრამის" გამომწერებს უზიარებს.
ნანუკა ძალიან კარგ ფორმაშია და ულამაზესად გამოიყურება.
მოდელმა ლურჯი ღია ფერის ჯინსის მოსაცმელით, ამავე ფერის შარვლით და ჩანთით იპოზიორა კამერასთან. ნანუკას დახვეწილი "ლუქი" შეუმჩნეველი არ დარჩენიათ მის გამომწერებს და ფოტოს გამოქვეყნებისთანავე დადებითმა შეფასებებმაც არ დააყოვნა.
"ულამაზესი ხარ", "ვიცი, რომ კარგ დროს ატარებ სამხრეთ კორეაში. სეულში ძალიან კარგი ხალხი და უგემრიელესი საჭმელია", - სწერენ ნანუკას.
ცოტა ხნის წინ ბერა ივანიშვილმა შვილის, ბერუკას ფოტოებიც გამოაქვეყნა, რომლებიც ასევე სამხრეთ კორეაში იყო გადაღებული.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>