ნიკოლა კალაძე საზოგადოებისთვის უკვე კარგად ნაცნობი და საყვარელი ბავშვია, რომელიც მშობლებიდან გამომდინარე, დაბადებისთანავე მოხვდა ყურადღების ცენტრში.
კალაძეების უმცროსი ვაჟი ჩაცმულობის სტილისა და საუბრის მანერის გამო ანუკისა და კახის გამომწერებმა უფრო მეტად შეიყვარეს და მის ვიდეოკადრებს გოუთმენლად ელოდებიან.
ნიკოლას განსაკუთრებით უყვარს მამიკო, რომელიც მძიმე სამუშაო გრაფიკის გამო დიდ დროს ვერ ატარებს შვილებთან, თუმცა უქმე დღეებში ხშირად ზრუნავს და ეთამაშება მათ.
დიზაინერი ანუკი არეშიძე შვილებისა და ქმრის ვიდეოკადრებს ხშირად უზიარებს გამომწერებს. ბოლოს, როდესაც კახი კალაძე კლინიკიდან სახლში დაბრუნდა, მაშინ გამოაქვეყნა ანუკიმ ვიდეო. გახარებული ბავშვები თბილად ეგებებოდნენ სახლში დაბრუნებულ მამას.
ამჯერად დიზაინერი მხოლოდ ნიკოლას ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ბავშვი ჯერ მარტოა და მომდევნო კადრში დედას ეთამაშება.