მსახიობი მაიკო ვაწაძე საზოგადოებისთვის ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი მსახიობია. მან სამი წლის წინ ასევე მსახიობ ანდრია გველესიანზე იქორწინა და მას შემდეგ წყვილი საკუთარ გამომწერებს მუდმივად ანებივრებს ულამაზესი ფოტოებით. ცოტა ხნის წინ ადნრიამ და მაიკომ საორსულო ფოტოსესია მოაწყვეს და შედეგი გულშემატკივრებსაც გაუზიარეს. მათ უამრავი ადამიანის კომპლიმენტი და სიყვარული დაიმსახურეს.
მაიკო სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით არ გამოირჩევა, თუმცა ამჯერად მან საკუთარ „ინსტაგრამ“ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში თმის მოვლის რუტინის შესახებ ისაუბრა და გამომწერებს რამდენიმე რჩევაც მისცა: „ჩემი თხელი თმისა და თხელი თმის ღერის გამო, ძალიან მეშინია მშობიარობის შემდგომი თმის ცვენის“ - წერს მაიკო.
როგორც მსახიობი პოსტში აღნიშნავს, ის ცდილობს, კვირაში ერთხელ სახლის პირობებში თავად იზრუნოს საკუთარი თმის სტრუქტურის გაუმჯობესებაზე და ამით შეამციროს მშობიარობის შემდეგ თმის ცვენის რისკი.
1 ს.კ აბუსალათინის ზეთი, ზეთოვანი A-E ვიტამინები და ლიმონის წვენი - ესაა მაიკო ვაწაძის მიერ შემოთავაზებული რეცეპტი, რომელის გამოყენებასაც ის ყველას ურჩევს: „გირჩევთ, ხშირად გამოყენოთ და შედეგი არ დააყოვნებს“ - წერს მაიკო ვაწაძე.