დიზაინერი ანუკი არეშიძე "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე მეუღლის, კახი კალაძის ფოტოს აქვეყნებს და გაოცებული სტატუსსაც წერს.
"12-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ახლა აღმოვაჩინე, ჩემს ქმარს არა ყავისფერი, არამედ თაფლისფერი თვალები ჰქონია", - წერს დიზაინერი და კახა კალაძის თვალის ფოტოს აქვეყნებს.
არეშიძე-კალაძეების ოჯახი სულ ყურადღების ცენტრშია და საზოგადოება მათი სიახლეებით ყოველთვის ინტერესდება.
ცნობისთვის, წყვილმა ერთმანეთი მილანში 2008 წელს გაიცნო და 2013 წელს იქორწინეს. ოჯახში ყველაზე პოპულარული პატარა ნიკოლაა, რომლის ვიდეოებს ანუკისა და კახის გამომწერები დიდი ინტერესით ელიან. წყვილს სულ ოთხი ვაჟი ჰყავს: 13 წლის ლევანი, 7 წლის კახაბერი, 6 წლის ვაჩე და ყველაზე უმცროსი და ყველასთვის საყვარელი ნიკოლა.
ცოტა ხნის წინ ცოლ-ქმარმა უფროსი ვაჟის, ლევანიკოს ფოტოები გამოაქვეყნა. ანუკი წერდა, რომ ვერ იჯერებს, ლევანიკო თუ მისი შვილია. იხილეთ ლევანიკოს ახალი ფოტო.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>