მოდელი მირანდა შელია წარმატებული ინფლუენსერია მოსკოვში.
ხშირად აქვეყნებს "ინსტაგრამზე" ფოტოებს და არც გარეგნობასთან დაკავშირებულ ექსპერიმენტებს ერიდება.
მას ქართველ ირინა შეიკსაც უწოდებენ და "ინსტაგრამზე" საკმაოდ პოპულარულია.
ქართველი მოდელის სტილს ბევრი ქალბატონი აკვირდება. მათ შორის ბევრი უცხოელია, რომლებსაც მირანდას გემოვნება მოსწონთ.
2021 წლის ტრენდები წინა წლის ტრენდებისგან რადიკალურად არ განსხვავდება, თუმცა მოდური ქალბატონების გარდერობში ამ სეზონზე ნამდვილად იგრძნობა სიახლეები.
მოდელმა ბოლო დროს იმიჯი რამდენჯერმე შეიცვალა.
ერთად გადავხედოთ მოდელის ახალ ლუქებს. ვინ იცის, იქნებ რომელიმე თქვენი ინსპირაციის წყაროც გახდეს.