ლელა წურწუმიამ მეუღლეს, კახა მამულაშვილს სიურპრიზი მოუწყო. მომღერალმა საკუთარი გადაცემის, "ლელასთან ერთად" მზადებისას მოულოდნელად, მეუღლეს დაბადების დღე მიულოცა. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ შემოიტანეს ტორტი, რომელსაც იუბილარი არ ელოდა.
"დღეს მამულიკო დაიბადა, 37 წლის გახდა", - აღნიშნა ლელამ. მამულიჩას მეუღლის ხუმრობაზე გულიანად გაეცინა.
კახა მეუღლის მიერ გაკეთებული სიურპრიზით გახალისდა და ყველას მადლობა გადაუხადა.