მოდელი და დიზაინერი თაკო ჩხეიძე ქორწინების ოცდამესამე წელს აღნიშნავს და "ინსტაგრამ სთორიში" მეუღლესთან, რუსლან აბაშიძესთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.
"ქორწინების იუბილე, 23 წელი ერთად" - წერს თაკო.
წყვილს სამი ვაჟი: 21 წლის სერგი, 11 წლის სანდრო და 9 წლის დათუნა ჰყავს. ერთად ბევრ ქვეყანაში უმოგზაურიათ და "ინსტაგრამზე" მათი ფოტოები ყოველთვის დადებით ემოციებს იწვევს გულშემატკივრებისგან.
"მიყვარხარ, რადგან ძალიან მაბედნიერებ" , - წერს თაკო მეუღლესთან გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოზე.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>