ქართველ ცნობად მამაკაცებს თუ გადავხედავთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს საქართველოში ბევრი მომხიბვლელი და სიმპათიური მამაკაცი გვყავს, თუმცა უკვე სულ ცოტა დარჩა პარტნიორის ან მეუღლის გარეშე. "მარაოს" მკითხველისთვის ტოპ 5 მომხიბვლელი და სასურველი მამაკაცი ავარჩიეთ.
ხვიჩა კვარაცხელია
სასურველი მამაკაცების პირველ ადგილს ქართველი ფეხბურთელი, მომხიბვლელი ხვიჩა კვარაცხელია იკავებს. ხვიჩა ჯერ 20 წლის არის და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორც ამბობენ, კვარაცხელიას წინ დიდი მომავალი ელის.
ხვიჩა აქტიურად თამაშობს ფეხბურთს, საათობით ვარჯიშობს და როგორც სოციალური ქსელიდან და მისი ინტერვიუებიდან ჩანს, პირადი ცხოვრებისთვის დრო არ რჩება. კვარაცხელიას საქართველოში ბევრი გოგო გულშემატკივრობს...
ვარლამ გოლეთიანი
ხუთეულის მეორე ადგილს ქართველი ჯონ სნოუ, ვარლამ გოლეთიანი იკავებს, რომელიც ქართველი ქალბატონების ერთ-ერთი რჩეული მამაკაცია. 28 წლის აქტივისტს "ჩვენი დროის გმირად" მოიხსენიებენ.
მომხიბვლელ აქტივისტს სერიალ "სამეფო კარის თამაშების" ერთ-ერთ გმირთან აიგივებენ და ამ მსგავსებას არც თვითონ უარყოფს. იმასაც ამბობენ, რომ ვარლამი სნოუს ცხოვრების წესითაც ჰგავს.
ვაჟა გოდერძიშვილი
სასურველ მამაკაცებზე საუბრისას ქართველი მოდელი "მისტერ თბილისი", ვაჟა გოდერძიშვილიც უნდა ვახსენოთ. ვაჟა უკვე წლებია სამოდელო სფეროში ჩანს და რამდენიმე ქართული ბრენდის სახეა.
ვაჟას უცხო და საინტერესო გარეგნობა აქვს. მოდელი ადრე გრძელ თმას ატარებდა, ახლა სტილი შეიცვალა, თუმცა თმა ორივენაირად უხდება და სხვადასხვა სტილის სამოსსაც თამამად ირგებს. ვაჟა წლების წინ სტეფანეს ერთ-ერთ კლიპში გამოჩნდა და მისით მედიაც დაინტერესდა.
ბუბა ჭოღოშვილი
სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მომხიბვლელი პერსონაჟი ლევანიკო ქართველი ქალბატონებისთვის ერთ-ერთი სასურველი მამაკაცია. მსახიობი ბუბა ჭოღოშვილი სერიალში აქტიურად ჩანს და თავის სამსახიობო კარიერაშიც არის ჩართული.
როგორც სოციალური ქსელიდან ვხვდებით, "ლევანიკოს" ცხოვრებაში ჯერ არავინ არის და სიმპათიური მსახიობის გული თავისუფალია.
ლაშა ბექაური
ბოლო ადგილს კი ევროპის ჩემპიონი, ძიუდოისტი ლაშა ბექაური იკავებს. 20 წლის ძიუდიოსტი ქართველი ქალბატონების რჩეულია.
ლაშამ ახლახან ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ძიუდოისტი ქართველი ქალბატონების გაოცებას არ წყვეტს.