2020 წელი ზოგადად მსოფლიოსთვის კრიზისის პერიოდად მიიჩნევა, დაკლებული ხელფასები, ცარიელი ტრიბუნები და დიდი ეკონომიკური ვარდნა მსოფლიოში, თუმცა forbes-ი გასული წლის 10 ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე სპორტსმენის სიას აქვეყნებს, რომლებმაც ამ მძიმე პერიოდშიც კი არნახულად დიდი შემოსავალი ნახეს.
პირველ ადგილს UFC-ის ორი წონითი კატეგორიის ყოფილი ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი იკავებს, რომელმაც 2020 წელს 180 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. უშუალოდ ოქტაგონზე ირლანდიელმა 22 მილიონი მოიპოვა, ხოლო მის გარეთ - 158 მილიონი ევრო. აღსანიშნავია, რომ კონორმა ოქტაგონს გარეთ მოპოვებული თანხის უმეტესობა საკუთარი ბრენდის ვისკის წილის გაყიდვიდან მიიღო.
მეორე ადგილს "ბარსელონას" ლიდერი ლიონელ მესი იკავებს, რომელმაც 2020 წელს 130 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. უშუალოდ კლუბისგან ლეომ 97 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რეკლამებიდან კი - 33 მილიონი დოლარი.
მესამე ადგილს კი იკავებს... იხილეთ სრულად