მსახიობ ანი ბებიას "ინსტაგრამის" გამომწერებთან ხშირი კონტაქტი აქვს და საკუთარ გულშემატკივრებს დროდადრო კითხვების დასმის საშუალებასაც აძლევს.
ამჯერადაც, ანის საკუთარმა გამომწერებმა სხვადასხვა ხასიათის კითხვები დაუსვეს, მათ შორის - პირადიც. მაგალითად, რამდენი ხანი იყვნენ ილო და ანი შეუღლებამდე ერთად, სად გაიცნეს ერთმანეთი და როდის ჰქონდათ პირველი პაემანი.
მსახიობის თქმით, წყვილი ამჟამადაც შეყვარებულობის ფაზაშია და კანონიერად არ არიან დაქორწინებულნი.
- შენ და ილო ცოლ-ქმარი ხართ თუ შეყვარებულები? "საბუთით, კანონით და ოფიციალურად არავინ და არაოფიციალურად ყველაფერი" - პასუხობს ანი. მისივე თქმით, ილოსა და მას შორის ათწლიანი ასაკობრივი სხვაობაა.
ნახეთ ვიდეო და იხილეთ მსახიობის პასუხი ყველა კითხვაზე.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>