ლიზა მაღრაძე ბადრი პატარკაციშვილის დის, მზია პატარკაციშვილის შვილიშვილია. ის საზოგადოებამ ჯერ კიდევ ბავშვობაში გაიცნო. ლიზა პატარა ასაკიდან მღერის, მოგვიანებით კი მან ტელეწამყვანის ამპლუაც მოირგო. როგორც ცნობილია, ბადრი პატარკაციშვილს შვილიშვილთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, მასთან დიდ დროს ატარებდა და პატარა ლიზას ყველა სურვილს უსრულებდა.
ლიზა მაღრაძის ცხოვრება, მისი ოჯახიდან გამომდინარე, ყოველთვის ექცეოდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, თუმცა თავად ლიზა ამ თემაზე ხმამაღლა არასდროს საუბრობდა. გასულ წელს, პანდემიის დროს, მან საიდუმლოდ იქორწინა გიორგი კაკაბაძეზე. წყვილს ქორწილი არ გადაუხდია.
ლიზამ გამომწერებს მალევე ამცნო სასიამოვნო სიახლე და მისმა საორსულო ფოტოსესიამ დიდი მოწონებაც დაიმხსახურა: „სასწაული ხარ“, „ულამაზესი ორსული“ -წერდნენ გამომწერები.
დღეს კი ლიზამ ფოტო სამშობიაროდან გამოაქვეყნა: „გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო პატარა ვარსკვლავო. გისურვებ, ყველა შენი ოცნება აგისრულდეს“ - წერს ლიზა შვილის ფოტოზე. ბიზნესმენის შვილიშვილი გოგონას დედა გახდა. ის „ინსტაგრამზე“ უამრავ მილოცვასა და კეთილ სურვილს იღებს.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>