ვერძი
მეგობრებთან შეხვედრის კვირაა. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. იყავით დაკვირვებული, აჩქარებით და ემოციურობით ბევრს დაკარგავთ. ფლირტის, ურთიერთობის სურვილი მოგეძალებათ, მაგრამ ახალი რომანტიკული კავშირები სერიოზული არ იქნება. გააქტიურდება მიმოწერა ყოფილთან.
კვირის საუკეთესო დღე: 24, 28 მაისი
კურო
სასურველის მისაღწევად თავისუფალ დროსაც მოგიწევთ მუშაობა. თუ ცხოვრებაში რამის შეცვლა გსურთ, მხოლოდ კეთილისმსურველებს დაუჯერეთ. შეიძლება არ ენდოთ საყვარელი ადამიანის სიტყვებს, სანამ საქმით არ დაგიმტკიცებთ ყველაფერს. ხუთშაბათს ფინანსური საკითხები დიდი დაკვირვებით მოაგვარეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 26, 30 მაისი
ტყუპი
სასიამოვნო სიახლეების პერიოდი დაგიდგათ. ლაღად შეხვდით თქვენს დაბადების დღეს. შუა კვირაში ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. ზოგიერთი საყვარელ ადამიანთან დაშორებას გადაწყვეტს მარტოხელებს ფლირტი გელით, სერიოზულ ურთიერთობას ნუ ელით. ნუ დაივიწყებთ ახლობლებს, ვისაც თქვენი დახმარება სჭირდება. კვირას სასიამოვნო სიურპრიზებს ელოდეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 25, 30 მაისი
კირჩხიბი
სავსემთვარეობას, პლუს/მინუს 2 დღე ემოციურობა მოიმატებს და ეცადეთ მშვიდად იყოთ. მოერიდეთ პროვოკაციულ სიტუაციებს. გამონახეთ მშვიდი საქმიანობა. არავინ დაგრუზოთ თქვენი წუწუნით. იმოქმედეთ დაკვირვებულად და თავდაჯერებულად. უქმეები პასიურად გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 24, 26 მაისი
ლომი
გადახედეთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან, კვირის ბოლოს შეამცირეთ საქმეები, ვიზიტები, შეხვედრები უსიამოვნო ადამიანებთან. სასიამოვნო ამბები გელით მგზავრობისას. მეტი ძალისხმევა გმართებთ სასურველის მისაღწევად. ახალი სიყვარული გარშემო ილუზიებს ნუ შეიქმნით.
კვირის საუკეთესო დღე: 28, 30 მაისი
ქალწული
მეტი დაკვირვებულობა და გააზრებულობა გმართებთ. მოერიდეთ ინტრიგებს. ნუ გათქვამთ სხვის საიდუმლოებებს. უქმეებზე ძვირად ღირებული ნივთების შეძენას არ გირჩევთ. ხუთშაბათს მეტი დაკვირვება გმართებთ კარიერის საკითხებში. ნუ ენდობით ახალგაცნობილებს.
კვირის საუკეთესო დღე: 26, 29 მაისი
სასწორი
ორშაბათი სასიამოვნოდ დაიწყება საყვარელი ადამიანი მზრუნველობით აგავსებთ. უქმეებზე კონფლიქტური სიტუაციები მშვიდად მოაგვარეთ. მოიცილეთ არაფრისმომცემი კავშირები. რომანტიკული ნაცნობობა მოსალოდნელია უცხოელთან, მაგრამ სერიოზულ გაგრძელებას ნუ ელოდებით. კვირას მოუფრთხილდით საფულეს.
კვირის საუკეთესო დღე: 24, 28 მაისი
მორიელი
თუ პარტნიორთან დაშორება არ გსურთ, კომპრომისი უნდა გამონახოთ. ყოველი ნაბიჯი დაკვირვებით გათვალეთ (სამსახურშიც). ნუ მიიღებთ საჩუქრებს საეჭვო ადამიანებისგან. ოჯახის წევრებს თქვენი მზრუნველობა და ყურადღება სჭირდებათ. უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. გათავისუფლდით ძველი ნივთებისგან.
კვირის საუკეთესო დღე: 27, 28 მაისი
მშვილდოსანი
დაიწყეთ მიტოვებული, გადადებული საქმეების მოგვარება. იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული. შეიძლება დაგიბრუნდეთ ყოფილი ან დიდი ხნის უნახავ ადამიანს შეხვდეთ. ბავშვებს თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. უქმეებზე დაფიქრდით ცხოვრების ჯანსაღ წესზე, მოიცილეთ მავნე ჩვევები.
კვირის საუკეთესო დღე: 27, 30 მაისი
თხის რქა
არავის მისცეთ ეჭვიანობისა და ჭორების გავრცელების მიზეზი. ნუ გადავარდებით ილუზიებში, ნუ ნანობთ გაშვებულ შანსებსა და დაკარგულ დროზე. საყვარელი ადამიანის ეგოისტური ქმედებების გამო უსიამოვნება გარდაუვალია. კვირა კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად, დაწყებული საქმეების გასაგრძელებლად.
კვირის საუკეთესო დღე: 28, 29 მაისი
მერწყული
არავის ესესხოთ ფული და არც გაასესხოთ. გააგრძელეთ დაწყებული საქმეები. კარგ შედეგს მოგიტანთ დიეტის დაცვა. რჩევისთვის მხოლოდ მიმართეთ მშობლებს. უქმეები საოჯახო საქმეებს დაუთმეთ. პარტნიორის პრობლემების მოგვარებას საკუთარ თავზე ნუ აიღებთ. თავისუფალი დრო საკუთარი თავის განვითარებას დაუთმეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 26, 30 მაისი
თევზები
მხოლოდ მარტივი საქმეები შეასრულეთ, საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ. დაფიქრდით დასვენებაზე, სულიერი სიმშვიდის მოპოვებაზე. კარგ შედეგს მოგიტანთ მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება. საკუთარ გრძნობებს სააშკარაოზე ნუ გამოიტანთ.
კვირის საუკეთესო დღე: 25, 27 მაისი