4 წლის წინ ყოფილი პარლამენტარი მარიამ საჯაია საცხოვრებლად მუხრანში გადავიდა. ქალაქში ცხოვრებაზე უარის თქმა ახალგაზრდა ქალისთვის ერთგვარი გამოწვევა აღმოჩნდა. თავიდან მეუღლე ზურა ქავთარაძესთან ერთად კარავში ცხოვრობდა. ამასობაში სახლიც აშენდა და მარიამი, ზურასთან და შვილთან ერთად, რომელიც ქალს პირველი ქორწინებიდან ჰყავს, ქალაქგარეთ დასახლდა.
"არემარე"“ - ასე დაარქვეს საცხოვრებელს, სადაც წყვილი სოფლის მეურნეობას ეწეოდა. თავად მოჰყავდათ პროდუქტი და ტურისტებსაც მასპინძლობდნენ. პანდემიის დაწყებისას, როდესაც ქალაქის მაცხოვრებლებს ახალ ყოფასთან შეგუება ძალიან გაუჭირდათ, მარიამი „არემარედან“ ხშირად აქვეყნებდა სტატუსებს, საიდანაც ჩანდა, რომ ქალის ბედნიერ ცხოვრებაში რეალურად უარესობისკენ არაფერი შეცვლილა.
თუმცა, როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რამდენიმე თვეა, რაც მარიამი და ზურა ერთმანეთს დაშორდნენ. ზურამ მუხრანი დატოვა, მაგრამ როგორც Ambebi.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, საკუთარ ოცნებაზე უარი არ უთქვამს.
"ბულაჩაურში სახლის გარდა, მეორადი მასალით დამხმარე ნაგებობაც ავაშენეთ, სადაც სახელოსნო უნდა გამეკეთებინა. ამისთვის პროექტი დავწერე, ხეზე უნდა მემუშავა და ბავშვებისთვის მესწავლებინა მეორადი ხის მასალითა და მდინარიდან ამოტანილი ხით მისი დამუშავება. ამ იდეას ახლა სხვაგან დავნერგავ. ბულაჩაურთან შევიძინე ტერიტორია, ლამაზი ადგილია და "მწვანე ბანაკთან" ერთად შევუდგები საქმეს...“ - ამბობს ზურა.
წაიკითხეთ: "ვინც მოდიოდა, გაოცებული იყვნენ, ნამდვილია თუ არაო..." - ქალაქიდან მუხრანში გადასახლებული ღვთისმეტყველის ამბავი, რომელმაც სახლი და ბოსტანი საკუთარი ხელით გააშენა.
ასევე დაგაინტერესებთ
მუხრანში კი მარიამი განაგრძობს ცხოვრებას და მის ცხოვრებაში სიახლეა. ექსდეპუტატი ამჯერად ფოტოგრაფ ივანე გოლიაძეზეა შეყვარებული. მის ფოტოარქივში ბევრი შიშველი ფოტოსესიაა.
"ადამიანს, რომელსაც რამეზე დათანხმება სჭირდება, ვერ გადაიღებ. ხანდახან ისეთ ხასიათზე ვარ, შიშველი გოგონას გადაღება სულაც არ მინდა და შეიძლება მოხუცები გადავიღო. ჩემს ფოტოებში სიშიშვლე ესთეტიკურად და ლამაზად არის გადაღებული და მთავარი ეს გახლავთ. ჩემთვის იდეალური სამყარო თავისუფალია, მაგრამ ეთიკურ ნორმებში ჩამჯდარი…" - ამბობდა ივანე წლების წინ ჟურნალ "რეიტინგთან" ინტერვიუში.
მარიამი და ივანე სოციალურ ქსელში საერთო ფოტოებს ხშირად აქვეყნებენ. უამრავ ფოტოს უღებს ფოტოგრაფი საყვარელ ქალს... მარიამ საჯაია სოციალურ ქსელში ძველებურად რომანტიკულია. ივანე გოლიაძესთან თანაცხოვრების პერიოდში საინტერესო სტატუსებს წერს.
"იყო დრო ცოტა არ იყოს "პარკეტზე გაზრდილის" კატეგორიაში უფრო ვიყავი. ასე 12-სკენ გაღვიძებით, ქრონიკული უკმაყოფილებით, მუდმივი უმოძრაობით. ახლა მზესთან ერთად ვიღვიძებ, ჩიტუნების მსგავს განწყობაზე ვარ და რეაქტიული ძრავი შემეჯიბროს უშრეტ ენერგიაში. კავშირი შედგა. ყველაფერს თავის ადგილას აყენებს ბუნება ბუნებრივად...დილამშვიდობის ზეციურო ქმნილებებო… ჩვენ ასეთები ვართ.."
იხილეთ სრულად