ლალი მოროშკინა ბიზნესმენი, ყოფილი ჟურნალისტი და ახლა უკვე რამდენიმე წიგნის ავტორია. ის საკუთარი პირადი ცხოვრებისა და მის გარშემო აგორებული არაერთი ჭორის გამო ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ლალი წლების განმავლობაში აქტიურად ჩანდა ტელეეკრანებზე და პოპულარულ შოუებსაც ხშირად სტუმრობდა.
ამჯერად ლალი მოროშკინა საკუთარ „ინსტაგრამგვერდზე" ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ქართულ მუსიკაზე ცეკვავს. ვიდეოს მისი მეგობრებისა და გამომწერების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა: „როგორ მიყვარხარ და როგორ მიყვარს შენი სიგიჟეები“, „რა სილამაზეა“ - წერენ კომენტარებში.
ლალი მოროშკინას პირადი ცხოვრება არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი და კითხვები მის ირგვლივ მუდმივად ისმის. გასულ წელს ლალიმ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მის გევრდით არსებობს მამაკაცი, რომელთან ერთადაც თავს კარგად გრძნობს: „არ ვარ მარტოხელა ქალი, რომელიც მიდის სახლში და ეხეთქება კედლებს. რასაკვირველია, მაქვს პირადი ცხოვრება. ჩემს გვერდით ის ნამდვილად გრძნობს თავს მშვიდად. თბილისელი, ნორმალური, კარგი ბიჭია. მე ცხოვრებაზე ვარ შეყვარებული და ვიღებ იმ საჩუქრებს, რომელსაც ის მიგზავნის” - ამბობდა ლალი მოროშკინა.