"ძალიან გამიმართლა, რომ მყავხარ" - ჰანდე ერჩელის სასიყვარულო წერილი ქერემ ბურსინს და დაბადების დღის ემოციური მილოცვა (+ფოტო) - Marao

"ძალიან გამიმართლა, რომ მყავხარ" - ჰანდე ერჩელის სასიყვარულო წერილი ქერემ ბურსინს და დაბადების დღის ემოციური მილოცვა (+ფოტო)

2021-06-04 13:42:52+04:00


ამ მომენტს ძალიან ბევრი ადამიანი ელოდა. იყო უამრავი ჭორი.

გამომწერები აქტიურად განიხილავდნენ იმ იდეას, რომ პოპულარული ეკრანული წყვილი- ჰანდე ერჩელი და ქერემ ბურსინი რეალურ ცხოვრებაშიც ერთად არიან.

ცოტა ხნის წინ, ჰანდე ერჩელმა ახალი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ქერემ ბურსინს დაბადების დღეს ძალიან თბილად ულოცავს:

"ახლოს იყავით იმ ადამიანებთან, ვისთანაც მზის სხივივით გრძნობთ თავს. გილოცავ დაბადების დღეს, ჩემი ცხოვრების ყველაზე მხიარულო ნაწილო.

ძალიან გამიმართლა, რომ მყავხარ. "

მილოცვას ცხადია ქერემ ბურსინისგანაც მოჰყვა კომენტარი, რომელიც წერს: "ჩემი მზის სხივი ხარ".

ფოტო რამდენიმე წუთში მილიონზე მეტმა ადამიანმა მოიწონა და უკვე უამრავი კომენტარია, სადაც აღნიშნავენ, რომ ეს ახალი ამბავი ძალიან უხარიათ.

სულ მალე, სერიალის- "შენ ჩემს კარზე დააკაკუნე"- ახალი სეზონი იწყება, სადაც ედასა და სერქანის ეკრანულ წყვილს პატარა გოგონა ჰყავს.