ამ მომენტს ძალიან ბევრი ადამიანი ელოდა. იყო უამრავი ჭორი.
გამომწერები აქტიურად განიხილავდნენ იმ იდეას, რომ პოპულარული ეკრანული წყვილი- ჰანდე ერჩელი და ქერემ ბურსინი რეალურ ცხოვრებაშიც ერთად არიან.
ცოტა ხნის წინ, ჰანდე ერჩელმა ახალი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ქერემ ბურსინს დაბადების დღეს ძალიან თბილად ულოცავს:
"ახლოს იყავით იმ ადამიანებთან, ვისთანაც მზის სხივივით გრძნობთ თავს. გილოცავ დაბადების დღეს, ჩემი ცხოვრების ყველაზე მხიარულო ნაწილო.
ძალიან გამიმართლა, რომ მყავხარ. "
მილოცვას ცხადია ქერემ ბურსინისგანაც მოჰყვა კომენტარი, რომელიც წერს: "ჩემი მზის სხივი ხარ".
ფოტო რამდენიმე წუთში მილიონზე მეტმა ადამიანმა მოიწონა და უკვე უამრავი კომენტარია, სადაც აღნიშნავენ, რომ ეს ახალი ამბავი ძალიან უხარიათ.
სულ მალე, სერიალის- "შენ ჩემს კარზე დააკაკუნე"- ახალი სეზონი იწყება, სადაც ედასა და სერქანის ეკრანულ წყვილს პატარა გოგონა ჰყავს.