რეალითი შოუს წამყვანმა, 40 წლის კიმ კარდაშიანმა, რომელიც ამავდროულად 4 შვილის დედაა, საკუთარ სხეულზე ფოტოშოპის გამოყენება აკრძალა. კონკრეტულად, ეს ეხება მისივე ბრენდის, "სკიმის" თეთრეულის ვიდეორგოლს.
"გულწრფელად რომ გითხრათ, თეთრეულს არ ვატარებდი, თუმცა "სკიმმა" ეს შეცვალა. ეს თეთრეული დამზადებულია ნაზი ქსოვილისგან, რომელიც იწელება და ისე ჯდება კანზე. ის გამოკვეთს სხეულის ფორმებს, ისე, თითქოს არაფერი გაცვიათ", - ამბობს კიმი ვიდეორგოლში.
ცნობისთვის, რეალითი შოუს მონაწილე კიმ კარდაშიანმა საკუთარი ბრენდი 2019 წელს დააფუძნა, რომელიც საკმაოდ წარმატებულია.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>