ქართველი მოდელი, "მის საქართველო 2009", ნანუკა გოგიჩაიშვილი ორსულადაა. ეს სიახლე საზოგადოებამ სულ რამდენიმე საათის წინ შეიტყო. ნანუკა ჟურნალ "ბომონდის" ივნისის თვის გარეკანზე გამოჩნდა, სადაც მოდელს ატმისფერი საზაფხულო კაბა აცვია და უკვე მუცელიც კარგად ეტყობა.
როგორც ჩანს, გოგიჩაიშვილი ახალ ამბავს მალავდა და ექსკლუზივი სწორედ "ბომონდს" გაუზიარა. ნანუკა უკვე რამდენიმე წელია გათხოვილია, მისი რჩეული მილიონერი და ბიზნესმენი ნიკოლოზ ნაყოფიაა. წყვილმა ოფიციალურად პანდემიის პერიოდში, შეზღუდვების გათვალისწინებით იქორწინა. ნანუკას შვილს საზოგადოება მოუთმენლად ელოდება.
უმშვენიერესი მოდელი შესანიშნავად გამოიყურება და მალე ქართველი დედების რიგებს შეუერთდება. ჟურნალის გარეკანი ნანუკას დამ, ნინი გოგიჩაიშვილმა სოციალურ ქსელში დადო და წარწერაც დაურთო.
"უკვე ოფიციალურად, დეიდა გავხდები" - წერს ნინი სოციალურ ქსელში.
გოგიჩაიშვილები მილოცვებს იღებენ, ნანუკას ჯერ ორსულობის ფოტოები არ დაუდია.
"ყველას დიდი მადლობა ვისაც ასე გულით გიხარიათ ჩვენი სიკეთე, ბედნიერება, ჩვენც ასე ვიცით ბედნიერების აურას გიზიარებთ და გაწვდენთ, რაც მეტი სიკეთე იქნება, რაც მეტი სიცოცხლის და სიკეთის სხივი იქნება უფრო ბედნიერები ვიქნებით! მადლობა თქვენ" - წერს ნანუკასა და ნინის დედა "ბომონდის" Facebook-გვერდზე.