ქართველი მომღერალი ნატალია ქუთათელაძე "ბი-ბი-სის" მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობს. როგორც ცნობილია, ოპერის მომღერალი ბრიტანული კონკურსის პირველი რაუნდის გამარჯვებული გახდა. ნატალია ივნისის ბოლოს ფინალურ ტურშიც იმღერებს.
„BBC CARDIFT SINGER OF THE WORLD 2021” მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ოპერის მომღერალთა კონკურსია, რომელიც ყოველ წელს, ბრიტანეთში იმართება და სხვადასხვა ქვეყნის ოპერის მომღერლები დიდ ბრიტანეთს თავიანთი ნიჭის დემონსტრაციისთვის სტუმრობენ. „BBC CARDIFT SINGER OF THE WORLD 2021” ხუთი ტურისგან შედგება და თითოში 3-4 ოპერის მომღერალი გამოვა. წელს კონკურსს 15 ქვეყნიდან 16 მონაწილე ჰყავს. პირველი ტური 13 ივნისს უკვე გაიმართა, 19-ში კი ფინალური ტურიც გაიმართება.
13 ივნისს, ბრიტანეთის დროით, საღამოს 8-ის ნახევარზე, 4 მონაწილეს შორის სცენაზე ეკა მამალაძის უმშვენიერესი ქალიშვილი, მეცო-სოპრანო ნატალია ქუთათელაძეც წარდგა. ნატალიამ „დეივიდს ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში „Samson, recherchant me présence ... Amour! Viens aider ma faiblesse Samson et Dalila Saint-Saëns“ არია შეასრულა და პირველი რაუნდის გამარჯვებული გახდა. 29 წლის მომღერალი მონაწილეებს შორის ის ერთ-ერთია, რომელიც ფინალურ ტურში იმღერებს.
„ცოტა შოკირებული ვარ, მაგრამ ამავდროულად, ვარ მადლობელი. ვამაყობ აქ მყოფი თითოეული ადამიანით, რადგან მათ დიდი საქმე შეასრულეს. მადლობელი ვარ იმ გარემოსი, რომელსაც ეს კონკურსი ქმნის. ვგრძნობ უდიდეს მხარდაჭერას ამ აუდიტორიისგან და ამისთვისაც მადლობელი ვარ. ასევე მადლობა ჩემს საოცარ კოლეგებს“ - თქვა ნატალიამ გამარჯვების შემდეგ.
ნატალიას გამარჯვებას გამოეხმაურნენ სოციალურ ქსელშიც. კონკურსის მაყურებლებმა მეცო-სოპრანოს ნამღერი დადებითად შეაფასეს.
„ნატალია ქუთათელაძე, ბრწყინვალე შედეგი, ის საოცარი იყო. მისი შესრულებული თითოეული არია ემოციებით და გრძნობებით იყო სავსე. საოცარი მეცო, შეჯიბრების შესანიშნავი დასაწყისი“ - წერს ნატალიას ერთ-ერთი გულშემატკივარი.
„ისინი ყველანი კარგი მომღერლები არიან, მაგრამ მეცო ნამდვილად გადმოსცემს იმ პერსონაჟის გრძნობებს, რომელსაც ის განასახიერებდა. დროთა განმავლობაში ჩვენ, მუსიკის მოყვარულებმა, ტელევიზორში რაღაც ღირსეული ვიხილეთ“ - წერენ კომენტარებში.
როგორც „ბი-ბი-სი“ წერს, კონკურსს რამდენიმე გამარჯვებული ეყოლება. მთავარი პრიზის მფლობელი 20 000 ფუნტ სტერლინგსა და თასს მიიღებს. მეორე გამარჯვებული სიმღერის მიხედვით შეირჩევა და საჩუქრად 10 000 ფუნტ სტერლინგსა და ასევე თასს მიიღებს. ხოლო მესამე გამარჯვებულს მაყურებლები შეარჩევენ. მას 2,500 ფუნტი სტერლინგი და კრისტალის თასი გადაეცემა. კონკურსს მთელ ბრიტანეთში გაუშვებენ, ქართველი მაყურებელი კი მას ინტერნეტში რამდენიმე დღეში იხილავს.
2020 წელს პანდემიის გამო კონკურსი ჩაიშალა და წელს, ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ბრიტანეთმა გრანდიოზულ ცერემონიას კვლავ უმასპინძლა.
აღსანიშნავია, რომ ეკა მამალაძის უმშვენიერესი ქალიშვილი ორსულად არის, ნატალია მალე დედა გახდება. პანდემიის მიუხედავად, მომღერალი არაფერს უშინდება და წარმატების მიღწევას განაგრძობს.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>