მოდელი და ყოფილი "მის საქართველო" ნანუკა გოგიჩაიშვილი ორსულად არის, ამის შესახებ ინფორმაცია სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, როდესაც მოდელი ჟურნალი "ბომონდის" გარეკანზე ატმისფერი კაბით გამოჩნდა.
ნანუკა უკვე რამდენიმე თვის ორსულია, მუცელი ეტყობა და აღარც ამ საიხლეს მალავს. როგორც მოდელის "ინსტაგრამიდან" ჩანს ნანუკა და მისი მეუღლე დასასვენებლად არიან წასულები, წყვილი ამერიკაში, ლოს-ანჯელესში ატარებს დროს.
ნანუკა და ნიკოლოზი ლოს-აჯელესის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ "Petersen Automotive Museum"-საც ესტუმრნენ, სადაც სხვადასხვა ფერისა და მოდელის მანქანები დაათვალიერეს და ერთი საკოლექციო სათამაშოც შეიძინეს. როგორც გოგიჩაიშვილი წერს, საკოლექციო მანქანები გიორგი გოგიჩაიშვილს, მამას უყვარდა და პატარა მანქანა სწორედ მისთვის შეიძინა ნიკოლოზმა.
მოდელმა ამერიკიდან პირველი სურათიც გამოაქვეყნა ნანუკას მწვანე კაბა და ქუსლიანი საზაფხულო ფეხსაცმელები აცვია, ნანუკა შესანიშნავად გამოიყურება. როგორც ჩანს, მოდელი კვლავ ძველ აქტიურობას დაუბრუნდა, მან "ტიკ-ტოკზე" ორსულობის პირველი ვიდეოც დადო.