რუსეთში მცხოვრები ბლოგერი, ინფლუენსერი და ფოტომოდელი მიმი შელია ორი თვის წინ დაოჯახდა.
მისი რჩეული გრიშა მამურინი გახლავთ, რომელიც რუსი მილიარდერის შვილიშვილია.
ხელის მოწერის ცერემონიას ქართველი ცნობადი სახეებიდან ქეთა თოფურია და დიზაინერი ლიკა ალადაშვილი ესწრებოდნენ.
წყვილმა ურთიერთობა რამდენიმე მეგობრის თანდასწრებით დააკანონა და ჯერ ქორწილი არ ჰქონიათ.
მირანდას გამომწერებმა ისიც აღნიშნეს, რომ მათი აზრით, მოდელის მეუღლე ჯონ სნოუს ძალიან წააგავს.
ფაქტია, რომ მოდელი რჩეულთან ერთად ბედნიერია და ცხოვრებით ტკბება.
წყვილი ფოტოებს იშვიათად აქვეყნებს, თუმცა რამდენიმე ფოტოს მოძიება მაინც არის შესაძლებელი.
ამ სეზონზე მიმი სადა, ყვავილებიან კაბებს ანიჭებს უპირატესობას და რა თქმა უნდა, სპორტულ სტილსაც არ ღალატობს.
მოდელს ბევრი ქალბატონი ადევნებს თვალს და მისი სტილი ძალიან მოსწონთ.
ცხადია, მისმა ცხოვრებისეულმა სიახლემაც გაზარდა ინტერესი მისი პირადი გვერდის მიმართ, რაც კომენტარებზეც აისახა.
მოდელი იმიჯის შეცვლას არასდროს უშინდებოდა.
თქვენ რას იტყვით, მოგწონთ მისი ახლანდელი სტილი?