მუსიკოსი მაია დარსმელიძე ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმიანება.
„ვაქცინების მეორე დოზა ჩააგდეს და პირბადეს გხსნითო. და ეს ბრტყელი ფარა ზეიმობს აღფრთოვანებული…
შეკითხვაც არ გაქვთ, ამ ლოგიკით აქამდე რატომ გატარეს ამ „ნამორდნიკით“?
ან რესტორნები რატომ არ იხსნება? კორონა ეცემა თორმეტის მერე?
დილის ოთხზე რომ დაიკეტოს რესტორანი და ამოისუნთქოს ცოტა მუსიკოსმაც და რესტორატორმაც, რა მოხდება?!
თან, ხომ ყველამ ვიცით, როგორ კეტავენ რესტორნებს ეს „ნარუშილოვკიანი“ ხიხოები და გულაობენ, როდემდეც უნდათ?! ვისთვისაა ეს შეზღუდვა? რისთვის? რომ თქვენი „პროვილეგირებული“ ხიხოების გარდა, ყველა გაკოტრდეს?!“, - წერს მუსიკოსი.