სპორტსმენი და ხატია სიჭინავას მეუღლე რამაზ ნოზაძე ჟურნალ "თბილისელების" კითხვებს გულწრფელად პასუხობს.
რამაზის თქმით, თუ ქმარი უცხოეთშია წასული და ძმაკაცებთან ერთად "საგულაოდ" წავიდა, ამაში პრობლემას ვერ ხედავს.
"ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ქალი გიყვარდება და მასთან ყოფნა გინდება. ხატიას სიტყვებს გავიმეორებ, რომელმაც ამ მომენტს ტრენაჟორი დაარქვა. ტრენაჟორზე ვარჯიში შენი ცოლის სიყვარულისადმი ღალატი ხომ არ გამოდის? ეს არის მხოლოდ ფიზიკური მოთხოვნილების დაკმაყოფილება", - ამბობს სპორტსმენი.
რამაზის თქმით, შეიძლება ეს "გართობა" დალევას მოჰყვეს, თუმცა მისი აზრით, ეს ღალატად მაინც არ ითვლება.
"ეს მხოლოდ იმ მომენტში მოხდა, ხომ არ გრძელდება. არის შემთხვევები, როცა უკვე საყვარლების თემა მოდის და ამ მიზეზით ცოლსაც შორდებიან. ეს ჩემთვის მარაზმია, თუმცა უცხოეთში გართობა ღალატად ნამდვილად არ მიმაჩნია“.
მიუხედავად ამისა, ცნობილი სპორტსმენი ამბობს, რომ საზღვარგარეთ ყოფნის დროს ცდილობს, ოჯახზე იფიქროს.
"არ მინდა, გულში პატარა ხინჯიც კი მქონდეს. ამიტომ მსგავს გართობაზე უარს ვამბობ“.
ცნობისთვის, რამაზ ნოზაძესა და ხატია სიჭინავას ოთხი შვილი ჰყავთ, სამი გოგონა და ერთი ვაჟი, რომელიც ცოტა ხნის წინ შეეძინათ.
რას ამბობს ხატია სიჭინავა რამაზის ინტერვიუზე
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>