მამაკაცების კლიმაქსი, ისევე, როგორც ქალებისა - ნორმალური ფიზიოლოგიური მოვლენაა, რომელიც ორგანიზმის დაბერების აღმნიშვნელი და სასქესო ჯირკვლების ჰორმონული აქტივობის დაქვეითების მანიშნებელია.
თუმცა მამაკაცებში ჰორმონული ცვლილება ისე მკვეთრად არ დგება, როგორც ქალებში. ამიტომ ანდროპაუზა უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ჰორმონული ფონი იმდენად თანდათანობით იცვლება, რომ თავად მეცნიერებიც სათუოდ თვლიდნენ “მამაკაცთა კლიმაქსის” არსებობას.
სასქესო ჯირკვლების ანდროგენული აქტივობის შემცირების პირველი ნიშნები 45-70 წლის ასაკში ვლინდება.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გამოვლინებები - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, არტერიული წნევის მატება, ხშირი გულისცემა, ზეწოლის შეგრძნება გულმკერდში. ამ პერიოდში მამაკაცები უფრო მეტად არიან მიდრეკილები ინფარქტისა და ინსულტისაკენ.
სქესობრივი სფეროს დარღვევები - ლიბიდოს დაქვეითება, ერექციული დისფუნქცია, ეაკულაციის დაჩქარება, სპერმის რაოდენობისა და ხარისხის დაქვეითება.
ნერვულ-ფსიქიკური დარღვევები - სწრაფი დაღლა, შრომის უნარის დაქვეითება, ნევროზულობა, გაღიზიანება, მეხსიერების გაუარესება, ძილის პრობლემა.
ენდოკრინული დარღვევები - კლიმაქსის პერიოდში შეიძლება დაირღვეს კუჭქვეშა და ფარისებრი ჯირკვლების ფუნქცია. იზრდება შინაგანი ცვლილებები, არ შეიძლება არ აისახოს გარეგნობაზე - კანი უფრო მოშვებული ხდება, კუნთებიც კარგავს სიმკვრივეს. ჰორმონული დარღვევები აისახება თეძოს არეში ცხიმოვანი ჩანართების წარმოქმნითა და გინეკომასტიით.
მამაკაცის კლიმაქსის ხანგრძლივობა 3-5 წელია. ამ პერიოდში მამაკაცები დეპრესიისკენ არიან მიდრეკილები, ხშირად ცდილობენ ცხოვრების შეცვლას და უფრო ახალგაზრდა ქალებთან ურთიერთობის გაბმას. ნებისმიერი მამაკაცისთვის ეს ცხოვრების რთული პერიოდია, რომელიც თითოეულ შემთხვევაში განსხვავებულად მიმდინარეობს.
განაგრძეთ კითხვა
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>