სუროგაციის ცენტრის, NEW LIFE-ის დამფუძნებელს, მარიამ კუკუნაშვილს, მეუღლემ შერიგების შემდეგ კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთა. ამის შესახებ მარიამ კუკუნაშვილი "ინსტაგრამზე" წერს და ვიდეოს აქვეყნებს:
"დაბადების დღის საჩუქარი - ერთი ჰექტარი მიწა სიონის ტბის პირას, საგულაო სასტუმრო კოტეჯებისათვის. მადლობა".
მარიამ კუკუნაშვილმა რამდენიმე დღის წინ "ფეისბუქზე" დაწერა, რომ ქმარი დაუბრუნდა და შერიგების ნიშნად მას ქმარმა "პორშე" აჩუქა.