მედიაში პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ახალშობილი ქალიშვილის სახელის შესახებ დავა კვლავ არ წყდება. ბრიტანეთში მიიჩნევენ, რომ წყვილმა შვილს სახელი მხოლოდ საკუთარი ნებით დაარქვა, ამერიკაში კი თვლიან, რომ ჰარიმ დეოფალის რჩევა გაითვალისწინა და გოგონას სწორედ ელიზაბეტის ბავშვობის მეტსახელი შეურჩია.
ლილიბეტის დაბადებიდან ძალიან მალე დაიწყო კამათი მისი სახელის შესახებ. ერთ-ერთი პირველი კი, ვინც ამ თემაზე საუბარი წამოჭრა, სამეფო ოჯახის ბიოგრაფი ანჯელა ლევინი იყო. ის ამტკიცებდა, რომ მეგანმა და ჰარიმ სახელი ოჯახთან ურთიერთობის გამოსწორების გამო შეარჩიეს. „არ ვფიქრობ, რომ ეს სწორია, ეს უფრო უტაქტობას ჰგავს. ეს დედოფლის მეტსახელი იყო, რომელსაც მას ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ქმარი ეძახდა. დარწმუნებული ვარ, რომ ელიზაბეტმა შვილთაშვილის სახელი წინასწარ არ იცოდა“ - ამბობს ლევინი.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ინფორმაცია ნებისმიერი ადამიანის დაბადების ადგილის, სახელისა და სხვა პერსონალური მონაცემების შესახებ ხელისაწვდომია და მისი გასაიდუმლოება სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია. თუ საძიებო სისტემაში მეგანისა და ჰარის ქალიშვილის სახელს შეიყვანთ, ნახავთ, რომ ასეთი ადამიანი სანტა ბარბარას კლინიკაში არ დაბადებულა. უფრო მეტიც, ინტერნეტში არის ახალშობილის დაბადების მოწმობა, სადაც გოგონას სახელად მხოლოდ დაიანა წერია (Diana Mountbatten-Windsor). როგორც ჩანს, წყვილმა უბრალოდ გამოიგონა შვილის ორმაგი სახელი, რათა დედოფალი ელიზაბეტისთვის საკუთარი პატივისცემა დაემტკიცებინა.