პაპარაცებმა ჯენიფერ ლოპესი ალექს როდრიგესთან დაშორების შემდეგ არაერთხელ დააფიქსირეს ბენ აფლეკთან ერთად. მომღერალმა დაადასტურა, რომ ის ძველ სიყვარულს დაუბრუნდა და თქვა, რომ თავს შესანიშნავად გრძნობს: „ვიცი, რომ ხალხს აინტერესებს, როგორ ვარ, რას ვაკეთებ... მე ძალიან ბედნიერი ვარ და უფრო უკეთესად არასდროს ვყოფილვარ“ - თქვა ლოპესმა Apple Music's Zane Lowe-თან თავის ახალ სიმღერაზე, Cambia El Paso-ზე საუბრისას.
როგორც ინტერვიუდან ირკვევა, ჯენიფერ ლოპესი ცხოვრების ახალ ეტაპზეა და ბედნიერებისთვის ყველაფერი აქვს. „საკუთარ თავთან იდილიას მივაღწიე და ვფიქრობ, რომ, როცა ადამიანი ამას შეძლებს, შემდეგ ცხოვრებაში ყველაფერი კარგი თავისით, მოულოდნელად ხდება. დიდ სიყვარულს ვგრძნობ ხალხისგან და მიხარია ყველა კეთილი სურვილი. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ახლა ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდია“ - ამბობს მომღერალი.
ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა პირველად შეხვედრა 2002 წელს დაიწყეს და დაინიშნენ კიდეც. მათ ქორწილი მომდევნო წლისთვის გადადეს, თუმცა 2004 წელს ერთმანეთს დაშორდნენ. ამის შემდეგ ბენმა ჯენიფერ გარნერზე იქორწინა და სამი შვილი შეეძინა, ხოლო ჯენიფერ ლოპესმა მარკ ენტონთან დაიწყო ურთიერთობა და მასთან ორი შვილი, ტყუპი ჰყავს. მომღერალმა ალექს როდრიგესთან ნიშნობა 2021 წელს დაასრულა და მალევე გაირკვა, რომ ის კვლავ ბენ აფლეკს ხვდებოდა.