მომღერალი ლიზა ყენია „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს ფოტოებს და გამომწერებთანაც აქტიური კომუნიკაცია აქვს. მისი კარიერა და პირადი ცხოვრება მუდმივად ყურადღების ცენტრშია, მომღერლის თამამი ფოტოები კი არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი.
როგორც ჩანს, ლიზა ზაფხულს მეგობრებთან ერთად მხიარულად და სასიამოვნოდ ატარებს. ის ხშირად აქვეყნებს ფოტოებს როგორც ზღვის სანაპიროდან, ისე აუზიდან, გამომწერები კი მის მიმართ დადებით შეფასებასა და კომენტარებს არასდროს იშურებენ.
გარდა ლიზა ყენიას მუსიკალური მონაცემებისა, განსაკუთრებულ ყურადღებას მისი გარეგნობაც იპყრობს. მისი მეგობრები და გულშემატკივრები ხშირად აღნიშნავენ, რომ მომღერალი შესანიშნავ ფორმაშია, რისთვისაც, როგორც ლიზა ამბობს, ის კვირაში რამდენიმე დღეს ვარჯიშს უთმობს: „ბოქსი სპორტის ის სახეობა აღმოჩნდა ჩემთვის, სადაც შევძელი ყველანაირი ნეგატიური ენერგიისგან დაცლა, თავი ვიგრძენი ძლიერად, გავხდი უფრო მიზანდასახული და ენერგიული” - წერს ლიზა.