ეკუნა ყანჩაველს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ის უკვე რამდენიმე წელია, რაც ამერიკაში ცხოვრობს და „ინსტაგრამის“ საშუალებით საკუთარ ყოველდღიურობას გამომწერებსაც უზიარებს. ბოლო რამდენიმე თვეა, ეკუნა აქტიური ცხოვრების წესს მისდევს. ამის წყალობით წონაშიც დაიკლო და იმიჯიც შეიცვალა: „ვინც არ იცით, ამერიკაში ვარ მესამე წელია, ჩამოვედი 20 წლის, არა დედა, არა მამა, არა ნათესავი, მოკლედ, არავინ. მხოლოდ ჯიბის ფული მედო საფულეში, ისიც არ ვიცოდი, რას ვიზამდი, სად ვიცხოვრებდი ან როგორ აეწყობოდა ყველაფერი, მაგრამ, მგონი, სამყარომ დაიწყო ჩემზე მუშაობა და ეს ყველაფერი მიფასდება. ალბათ, ოდესმე წიგნს დავწერ და აღვწერ, რამდენი უცნაურობა გადამხდა. მალე დავბრუნდები ახალი ამბებით, ახალი ვიდეოებით და, რაც მთავარია, ახალი მუსიკით” - წერდა ეკუნა ყანჩაველი.
როგორც აღმოჩნდა, ეკუნამ საოცნებო ქვეყანაში სიყვარულიც იპოვა და ირანელი წარმოშობის რჩეულთან ერთად გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს „ინსტაგრამზე“ ხშირად აზიარებს. მისი არჩევანი გამომწერების ნაწილმა გააკრიტიკა, ზოგმა კი გაკვირვება გამოხატა, თუ რატომ ფარავს ის შეყვარებულის სახეს ყველგან: „სახეს რატომ უმალავ, ვერ გავიგე. არადა, მშვენიერი ბიჭია“ - წერენ კომენტარებში. როგორც ეკუნა ყანჩაველმა განმარტა, არ უნდა, მისი პირადი ცხოვრება საჯარო იყოს და ასე სწორედ ამიტომ იქცევა.