"საფრანგეთში ჯანდაცვის მუშაკებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა! ასევე კლინიკაში, რესტორანში, კინოთეატრში, მოლში და ა.შ. შესვლისას ან უნდა წარადგინო ვაქცინაციის სერტიფიკატი, ან PCR ტესტის პასუხი", - ამის შესახებ ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, აუცრელი პაციენტის ჰოსპიტალიზაციის ხარჯებს სახელმწიფო არ უნდა ანაზღაურებდეს.
"ვისაც არ უნდა აცრა, მაგრამ უნდა საზოგადოების ნაწილი იყოს, მაშინ ყოველ მესამე დღეს გადაიხადოს 150 ლარი ტესტში. დასკვნები ადვილად გასაკეთებელია.
აუცრელი პაციენტის ჰოსპიტალიზაციის ხარჯებს სახელმწიფო არ უნდა ანაზღაურებდეს (რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება მკურნალობაზე უარი, ღმერთმა დამიფაროს ამისგან)! მგონი, დროა ვიმოქმედოთ, აიცერი და იყავი დაცული!" - წერს კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.