მოდელი და ტელეწამყვანი მარიამ სანოგო სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ეგზოტიკური და განსხვავებული ვიზუალის გამო ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. „5 წლის ვიყავი, როცა პირველად თაკო ჩხეიძის სამოდელო სააგენტოში დავიწყე სიარული. დაახლოებით სამი თვის შემდეგ გაიმართა მოდის კვირეული, სადაც ჩემი გაყვანა გადაწყვიტეს. სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა და გამიხარდა. აქედან დაიწყო ჩემი სამოდელო კარიერა” - ამბობდა მარიამი. დღეს მას „ინსტაგრამზე“ 65 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომლებსაც ხშირად უზიარებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს და სასარგებლო რჩევებსაც აძლევს.
პროფესიიდან გამომდინარე, მარიამ სანოგო ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა გადაღებაში და ფოტოებს სოციალურ ქსელშიც აქვეყნებს. ის გულშემატკივრების მხრიდან ყოველთვის დადებით შეფასებასა და უამრავ კომენტარს იმსახურებს.
გამომწერები ხშირად აღნიშნავენ, რომ მარიამი შესანიშნავ ფორმაშია და, ამასთან, ხაზს მის დახვეწილ სტილსაც უსვამენ. როგორც ჩანს, მოდელი ზაფხულში უპირატესობას უფრო მეტად ფერად, მკვეთრ სამოსს ანიჭებს, განსაკუთრებით კი, ჟოლოსფერსა და მწვანეს. ასევე ხშირად ირგებს თეთრ პერანგებსა და კლასიკურ სტილს.
2018 წელს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოდელი დაინიშნა. მან რჩეულთან ერთად გადაღებული ფოტო წარწერით „I said yes” გამოაქვეყნა. მარიამის მეუღლე გიორგი ლაშქარაძეა და წყვილს ერთი შვილი, ზუკა ჰყავს: „არ მიჭირს ბავშვის მოვლა, პირიქით, ყველაფერს სიამოვნებით ვაკეთებ. მეუღლე მეხმარება, საკმაოდ მოხერხებული ბიჭია. თანაბრად ვიყოფთ მოვალეობებს” - ამბობდა მარიამი ერთ-ერთ ინტერვიუში.