ვერძი
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების კვირაა. ნუ აჩქარდებით დასკვნების გამოტანისას. ნუ ჩაიქნევთ ხელს, თუ პირველ ჯერზე სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ. გააუმჯობესეთ და სტაბილურად აქციეთ თქვენი სასიყვარულო კავშირი. კვირის ბოლოს ვნებას აყოლილი შეცდომას ნუ დაუშვებთ.
კვირის საუკეთესო დღე: 23, 25 ივლისი
კურო
თქვენი გამოცდის კვირაა გამძლეობასა და საიმედოობაზე. საქმეებისა და ვალდებულებების მიუხედავად ნუ მოაკლებთ ყურადღებას საყვარელ ადამიანს და შვილებს. საღამოობით სუფთა ჰაერზე ისეირნეთ. მხოლოდ სასიამოვნო ადამიანებთან იკონტაქტეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 22, 25 ივლისი
ტყუპი
საყვარელ ადამიანთან ერთად იზრუნეთ ბუდის კეთილმოწყობაზე. მარტოხელებს ახალგაცნობილები იმედს გაგიცრუებენ. მიმართეთ ენერგია საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე. მოსალოდნელია ცხოვრებისეული პრიორიტეტების შეცვლა.
კვირის საუკეთესო დღე: 23, 24 ივლისი
კირჩხიბი
მილიონჯერ უნდა დაფიქრდეთ, სანამ რამეს იტყვით ან გააკეთებთ. მაქსიმალურად მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან.
კვირის საუკეთესო დღე: 20, 25 ივლისი
ლომი
გარშემო მხოლოდ ცუდი არ ხდება. აქცენტს უსიამოვნებაზე ნუ გააკეთებთ. იმისათვის, რომ არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან, განმარტოვდით და მშვიდ გარემოში შეასრულეთ თქვენი საყვარელი საქმიანობა. გათავისუფლდით ნეგატიური ტვირთისგან.
კვირის საუკეთესო დღე: 19, 23 ივლისი
ქალწული
ჩამოწერეთ, რისი მიღწეა გსურთ და გააქტიურდით. ნუ შეუშინდებით სირთულეებს, გარისკეთ. გამოავლინეთ ცივსისხლიანობა და ცივი გონებით იმოქმედეთ. ზოგიერთის ცხოვრებაში შეიძლება მობრუნდეს ძველი საქმე, სიტუაცია ან შეყვარებული.
კვირის საუკეთესო დღე: 20, 24 ივლისი
სასწორი
ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. გაფრთხილდით, წარმატებამ თავბრუ არ დაგახვიოთ. მარტოხელებს უსიამოვნო პირთან სასიყვარულო ურთიერთობის დაწყებას არ გირჩევთ. გულისტკენის მეტს ვერაფერს მიიღებთ. კორექტული იყავით მშობლების მიმართ.
კვირის საუკეთესო დღე: 21, 25 ივლისი
მორიელი
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაუმჯობესება ენერგიით აგავსებთ და ახალი მწვერვალების დაპყრობის სურვილს გაგიჩენთ. რომანტიკული თავგადასავლი შეიძლება დაიწყოთ ადამიანთან, ვისთანაც ადრე მეგობრობდით.
კვირის საუკეთესო დღე: 22, 24 ივლისი
მშვილდოსანი
მეტი დრო დაუთმეთ მიმდინარე საკითხებს. ახალი საქმეები არ დაიწყოთ, სანამ ძველებს არ დაასრულებთ. თუ ძველი პარტნიორი ან რომანი თქვენთვის უინტერესო გახდა, ჩამოშორდით. აი, ახალდაწყებული კავშირის გასერიოზულებისთვის კი საუკეთესო პერიოდია.
კვირის საუკეთესო დღე: 24, 25 ივლისი
თხის რქა
არავის არაფერს დაპირდეთ. ეცადეთ, ოპერატიულად და ამომწურავად მოაგვაროთ დაგროვილი პრობლემები. რას ფიქრობთ რომანის დაწყებას უცხოელთან? მასთან, ვისთანაც საერთო ინტერესი, სამსახური გაკავშირებთ. დაქორწინებულებს წვრილმანებზე კამათს არ გირჩევთ.
კვირის საუკეთესო დღე: 20, 22 ივლისი
მერწყული
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, მაგრამ ზომიერებას თუ გამოიჩენთ, კარგ იქნება. ახალდაწყებული რომანტიკული ურთიერთობა პოზიტივით აგავსებთ. უქმეებზე გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მშობლებთან. მოაწყვეთ შინ ოჯახური წვეულება.
კვირის საუკეთესო დღე: 22, 25 ივლისი
თევზები
შეიცვალეთ სტილი, გაიუმჯობესეთ იმიჯი. განსაკუთრებით, თუ სერიოზული საქმიანობის დაწყებას აპირებთ. მრავალი მიზეზი გაქვთ მხიარულებისთვის. საყვარელ ადამიანი უსიტყვოდ გიგებთ. დაიწყეთ ახლის შესწავლა. კარგი იქნება, თუ უქმეებზე ნათესავებს მოინახულებთ.
კვირის საუკეთესო დღე: 24, 25 ივლისი