წარმატებული ტელეწამყვანების, არჩილ სოლოღაშვილისა და ნუცა ქავთარაძის წყვილს ძალიან აქტიური ცხოვრების სტილი აქვს და ისინი ტელეეკრანებზე ხშირად ჩანან, თუმცა რამდენიმე თვის წინ ნუცა ეკრანიდან მოულოდნელად გაქრა. როგორც გაირკვა, ამის მიზეზი ორსულობა იყო. რვაწლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილს პირველ მარტს ვაჟი, სახელად ალექსანდრე შეეძინა. პატარა სანიმ სოციალურ ქსელში გამოჩენისთანავე უამრავი ადამიანის სიყვარული დაიმსახურა.
განსაკუთრებული რეაქცია მოჰყვა სანის ნათლობის ფოტოებს: „ეს პატარა ნამდვილი ანგელოზია“, „რა ლამაზი ბავშვია“, „პატარა პრინცი“ - წერდნენ კომენტარებში. როგორც აღმოჩნდა, სანის ერთ-ერთი ნათლია ასევე ცნობილი ტელეწამყვანი თიკა ფაცაციაა.
ამჯერად ნუცა ქავთარაძე ალექსანდრესთან გადაღებულ ახალ ფოტოს აქვეყნებს წარწერით „ჩემი სიყვარული“. როგორც ყოველთვის, დედა-შვილი გამომწერებისა და გულშემატკივრების მხრიდან დიდ მოწონებას იმსახურებს: „რა სიცოცხლეა“, „სიყვარულები ხართ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.
/>