ფერნანდო ფლორესი 2010 წელს ბრიტნი სპირსის დაცვის სამსახურში მუშაობდა. ის ბრიტანულ გამოცემა The Sun-თან საუბრისას იხსენებს, რომ ბრიტნისთან ყოველ პარასკევს მიდიოდა ქალი, რომელიც მას ძლიერ ანტიდეპრესანტებსა და ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს აძლევდა.
„მე ავუხსენი ბრიტნის, თუ რას აკეთებდა მასთან მისული ქალი და ვუთხარი, რომ ეს ნორმალური არ იყო, თუმცა ბრიტნი უეცრად პარალელურ სამყაროზე იწყებდა საუბარს“ -აღნიშნავს ფლორესი.
სწორედ ამ ფსიქიკური აშლილობის გამო მოექცა ის მამის მეურვეობის ქვეშ და დღემდე იბრძვის თავისუფლებისთვის. ბრიტნის ყოველ ნაბიჯს, მათ შორის, კარიერასა და ფინანსებს, მამა, ჯეიმი სპირსი აკონტროლებს.
ფერნანდო ფლორესი ბრიტნი სპირსთან დაკავშირებულ არაერთ დეტალს იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ მომღერალი ძალიან ამაზრზენად და შეურაცხადად იქცეოდა. შეეძლო, რომ არ მიეღო შხაპი რამდენიმე დღის განმავლობაში, არ იცავდა პირად ჰიგიენას, რამდენიმე კვირის განმავლობაში თმასაც კი არ ივარცხნიდა. ამ განცხადებების გამო ფლორესს მატყუარა უწოდეს და სიცრუეში დაადანაშაულეს.
ბრიტნი სპირსი განაგრძნობს თავისუფლებისთვის ბრძოლას სასამართლოს გზით. რამდენიმე დღის წინ მან „ინსტაგრამზე“ ახალი ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ წინა კვირას გულიდან ბევრი რამ მოიშორა, როცა სასამართლოზე სიმართლე ილაპარაკა: „მე ვთქვი ის, რისი თქმაც მინდოდა... ცხოვრება გრძელდება!" - წერს მომღერალი.