როგორც არაერთი უცხოური გამოცემა წერს, ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, ფოტომოდელი და დიზაინერი პერის ჰილტონი ორსულადაა. ის და მისი საქმრო, კარტერ რეუმი, პირველ შვილს ელოდებიან. თავად პერისმა ეს ინფორმაცია გასულ კვირას პოდკასტში This is Paris უარყო: „ამ დროისთვის ერთადერთი, რაც ჩემს მუცელშია, ცოტა ხნის წინ მირთმეული ლაზანიაა“ - ამბობდა მსახიობი.
მიუხედავად ამისა, პერის ჰილტონი და კარტერ რეუმი შვილის ყოლის სურვილს ღიად გამოთქვამენ და ცოტა ხნის წინ პერისმა განაცხადა კიდეც, რომ ის IVF (In vitro fertilisation - ინვიტრო განაყოფიერება) მკურნალობას გადიოდა: „მე და კარტერი ხშირად ვსაუბრობთ ოჯახზე, ვგეგმავთ ქორწილს და ვარჩევთ სახელებს ჩვენი შვილებისთვის“ - ამბობდა ის.
პერის ჰილტონი და კარტერ რეუმი ერთწლიანი ურთიერთობის შემდეგ, თებერვალში დაინიშნენ: „ჩვენ ერთმანეთს უკეთეს ადამიანებად ვაქცევთ. ეს ნამდვილად ღირდა ლოდინად“ - ამბობდა 40 წლის კარტერ რეუმი ერთ-ერთ ინტერვიუში. მათი ურთიერთობის შესახებ ცნობილი ოფიციალურად აპრილში გახდა, როცა პერისმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა რჩეულთან ერთად გადაღებული ფოტო წარწერით: „მიყვარს მოგოგნებების შექმნა შენთან ერთად“.