მომღერალი ქეთა თოფურია რუსეთში ცხოვრობს და საქმიანობს, თუმცა ზაფხულს ხშირად საქართველოში ატარებს. ამჯერადაც ის შვილებთან და ოჯახთან ერთად საკუთარ სახლში, წყნეთში ისვენებს. ქეთამ გამომწერებს სადა და დახვეწილი ინტერიერის ვიდეოც გაუზიარა, სადაც ჩანს, რომ სახლი, ძირითადად, შავ, თეთრ და კრემისფერ ტონებშია გადაწყვეტილი, თანამედროვე ავეჯი და აქსესუარები კი მისაღებ ოთახს კიდევ უფრო მყუდროს ხდის.
მომღერალმა ვიდეოები სახლის ეზოდანაც გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, მყუდრო ინტერიერთან ერთად, ქეთას დასასვენებლად დიდი ეზოც აქვს, რომელიც ქუჩისგან იზოლირებულია. ქეთა თოფურია წყენთში დედასა და შვილებთან ერთად ისვენებს.
ცოტა ხნის წინ მომღერალმა ქალიშვილს დაბადების დღე სწორედ ამ სახლში გადაუხადა და მოგვიანებით ისევ მოსკოვში გაემგზავრა. ამჯერად კი, როგორც ჩანს, ქეთა დასასვენებლად დაბრუნდა.
"ტკბილი სახლი" - წერს ქეთა წყნეთიდან გამოქვეყნებულ ფოტოზე.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>