"მარაო" მკითხველის წერილს გიზიარებთ, რომელიც ოჯახურ პრობლემაზე წერს. მამაკაცის თქმით, სამსახურიდან სახლში მისვლა აღარ უნდა, რადგან ცოლს მომატებული კილოგრამების შემდეგ ვეღარ ეგუება.
"ცოლის მშობიარობის შემდეგ თითქმის სამი წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში, დაახლოებით, 25 კილოგრამი მოიმატა, მე კი მის მიმართ ლტოლვა გამიქრა. მიყვარს ჩემი ცოლი და შვილი, თუმცა თანაცხოვრება უკვე ერთი წელია, რაც ჩემთვის აუტანელია. მისთვის დიეტოლოგიც დავიქირავე, სამჯერ ვუყიდე სპორტდარბაზის აბონემენტი, მასთან ერთად დავრბოდი და ვცურავდი, თუმცა მას მოტივაცია არ აქვს. სახლში ყოველთვის ბევრი საჭმელი გვაყვს, მაცივარი მუდამ სავსეა, მე რამდენიც უნდა ვჭამო, ფორმას მაინც ვინარჩუნებ, თუმცა ყოველთვის ვვარჯიშობ, ის კი საკუთარ წონაზე საერთოდ არ დარდობს, არ აქვს შეცვლის სურვილი.
მგონია, რომ ყველაზე მარტივი გამოსავალი განქორწინებაა. მიყვარს ჩემი ცოლი, მაგრამ მიყვარს მისი აჩრდილი წარსულიდან და არა ის, ვინც ახლაა. ხშირად ვსაყვედურობ, თუმცა შეურაცხყოფას არასდროს ვაყენებ. მასთან ნებისმიერი ურთიერთობა, მათ შორის სექსუალური, ჩემთვის ტკივილია.
მინდა, კიდევ ორი შვილი მყავდეს, მაგრამ წარმოდგენაც არ მინდა, როგორი იქნება ჩემი ცოლის სხეული მომდევნო მშობიარობის შემდეგ. მე ახალგაზრდა ვარ, არ ვარ 40 წლის და მრცხვენია ქუჩაში ასე სიარულის. ბევრს ვმუშაობ, რუტინული დღეების გამო ვერ შევამჩნიე, როდის მოხდა ეს ყველაფერი, თავიდან ორსულობას ვაბრალებდი, თუმცა ვხედავ, რომ ყოველ დღე უფრო და უფრო უარესია. მე შემიძლია ტკბილეულის გარეშე ცხოვრება, მისთვის კი ნამცხვრის გარეშე დღე არ არსებობს.
განქორწინებაზე ჯერ არ მისაუბრია, თუმცა გონებაში ყველაფერი დალაგებული მაქვს - ბინას დავუტოვებ და ალიმენტს გადავუხდი, რაც სრულიად საკმარისი იქნება, რომ არ იმუშაოს. ბავშვი ერთადერთია, რაც ამ საკითხში მაბრკოლებს, მაგრამ სამსახურიდან სახლში მისვლა აღარ მინდა. როცა ამას ვწერ, გული ძალიან მტკივა, რადგან მინდა ყველაფერი სრულყოფილი მქონდეს, ეს კი ჩემს ცოლთან შეუძლებელია".