19 წლის ბათუმელ მოდელს, ლორენა ზოიძეს, სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. მისი ფოტოები და ვიდეოები გამომწერების მხრიდან ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იმსახურებს. ლორენას ხშირად ქართველ მონიკა ბელუჩისაც უწოდებენ. ის პუპულარული მას შემდეგ გახდა, რაც დედასთან ერთად გადღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ძნელი გასარჩევია, რომელია დედა და რომელი - შვილი.
ლორენა ზოიძის ქორწილის ფოტოები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. მან და მისმა რჩეულმა, გივი ტაბაღუამ გულშემატკივრების მხრიდან უამრავი კომენტარი და დადებითი შეფასება დაიმსახურეს. როგორც აღმოჩნდა, ლორენას მეუღლე მეზღვაურია და პროფესიული საქმიანობის გამო ახლადშექმნილი ოჯახის დატოვება უწევს: „მიწევს, დავემშვიდობო“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა მოდელმა ქმართან ერთად გადაღებული ვიდეო.
ვიდეოს გამომწერების მხრიდან დიდი გამოხამურება მოჰყვა: „რა საყვარლები ხართ“, „ძალიან მაგარი წყვილი ხართ ! წარმატებები“, „არ მბეზრდება ამ ვიდეოს ყურება“ - წერენ „ონსტაგრამზე“.